ახალი ამბები

“მოდერნას” და “ჯონსონის” პირობები მიუღებელი იყო — გაბუნია

4 ივლისი, 2021 • 1237
“მოდერნას” და “ჯონსონის” პირობები მიუღებელი იყო — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, “მოდერნასთან” და “ჯონსონთან და ჯონსონთან” კორონავირუსის ვაქცინის მოწოდების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები “აღარ განვითრდა”.

“კონტრაქტი, პირდაპირი ხელშეკრულება და მოლაპარაკება დასრულებული გვაქვს „სინოფარმთან“, „სინოვაკთან“ და „ფაიზერთან“. რაც შეეხება „ჯონსონს და ჯონსონს“ და სხვა ვაქცინებს, მათი მიღების შესაძლებლობა გვაქვს „კოვაქსის პლატფორმის“ საშუალებით. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები „მოდერნასთან“ და „ჯონსონთან და ჯონსონთან“ დავიწყეთ, თუმცა ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან არ იყო გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები”, — განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, რა პირობები არ იყო მისაღები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა:

“ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფასის გათვალისწინება, მოწოდების ვადების გათვალისწინება, რადგან დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით არჩევანი გაკეთდა იმ ვაქცინებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არის“ , – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, დამაიმედებელი ინფორმაცია აქვს იუნისფიდან, რომ დაპირებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები საქართველოში რამდენიმე დღეში შემოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი