ახალი ამბები

ჩინური ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოშია

2 ივლისი, 2021 • 1253
ჩინური ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოშია

COVID-19 ვაქცინის 1 000 000 დოზა საქართველოშია.

ინფორმაციას ამის შესახებ Metro Logistics ავრცელებს, რომელმაც ჩინეთიდან საქართველომდე ტვირთის ტრანსპორტირებისთვის ყველა საბაჟო პროცედურა და სრული ლოგისტიკური პროცესი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით, უზრუნველყო.

როგორც “ნეტგაზეთს” კომპანიაში განუცხადეს, საუბარია “სინოვაკის” და “სინოფარმის” ვაქცინებზე.

შემდეგი დოზების თაობაზე ჩამოსვლასთან დაკავშირებით კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დამატებით ნახევარი მილიონი დოზა “სონოფარმის” და ნახევარი მილიონი დოზა “სინოვაკის” ვაქცინებს საქართველო რამდენიმე კვირაში ელოდება.

“ამას გარდა, “ფაიზერთან” გაფორმებულია კონტრაქტი მილიონ დოზაზე და ფული გადახდილი გვაქვს. “ფაიზერი” მოწოდებას ეტაპობრივად დაიწყებს ივლისიდან. ჯამში, წლის ბოლომდე ველოდებით 4 მილიონამდე დოზას, რაც საშუალებას გვაძლევს, ზრდასრული მოსახლეობის 60% აიცრას წლის ბოლომდე”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი