კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარადგინა.
ღონისძიებაზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას განცხადების თაობაზე იმის შესახებ, რომ მას სუს-ი უთვალთვალებს და „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს აზიანებს.
“ჩვენ ბატონ გახარიასაც გავესაუბრეთ და მან ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა, ვერც კირითხუროობა გვაჩვენა და ამიტომ ის რეესტრში არ ჩარიცხულა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ “ვერანაირი ტყუილებით, შუქის ჩაქრობებით, ოფისებიდან გამოდგებით, სუს-ის მეთვალყურეობით და თვალთვალით” ვერ შეაშინებენ.
მეზვრიშვილი: ხელისუფლების მხრიდან შუქის ჩაქრობის ტრადიცია გრძელდება







