ახალი ამბები

მეზვრიშვილი: ხელისუფლების მხრიდან შუქის ჩაქრობის ტრადიცია გრძელდება

1 ივლისი, 2021 • 1170
მეზვრიშვილი: ხელისუფლების მხრიდან შუქის ჩაქრობის ტრადიცია გრძელდება

გორის თეატრში, სადაც გიორგი გახარია იმყოფებოდა, კონცერტის მიმდინარეობისას შუქი ჩაქრა და როგორც გახარიას თანაგუნდელი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, ელექტროენერგიის მიწოდება მანამ არ აღდგა, სანამ “საქართველოსთვის” წევრებმა დარბაზი არ დატოვეს.

ნათია მეზვრიშვილი აღნიშნულს ხელისუფლების მხრიდან შუქის ჩაქრობის სამარცხვინო ტრადიციას უწოდებს:

“ხელისუფლების მხრიდან შუქის ჩაქრობის სამარცხვინო ტრადიცია გრძელდება. ამჯერად უკვე გორის თეატრში კონცერტის მიმდინარეობის დროს. ხელისუფლების ნაცვლად, რომელმაც შუქი საკუთარ მოქალაქეებს ჩაუქრო მაყურებელს ჩვენ ვუხდით ბოდიშს. ავდექით, გამოვედით და შუქი მოვიდა” – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

მომხდარს დამთხვევას უწოდებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. როგორც თავზარაშვილმა “ტვ პირველთან” განაცხადა, ამ დროს თავადაც თეატრში იმყოფებოდა.

როგორც ნეტგაზეთს გიორგი გახარიას პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა. სოფო მდინარაძის თქმით, ელექტროენერგია მოულოდნელად გაითიშა ბათუმშიც გიორგი გახარიას პარტიის ოფისის გახსნის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი