ახალი ამბები

ჟვანია სასამართლოში მიმდინარე პროცესების გადასაფარად გადააყენეს – ხოჯევანიშვილი

30 ივნისი, 2021 • 806
ჟვანია სასამართლოში მიმდინარე პროცესების გადასაფარად გადააყენეს – ხოჯევანიშვილი

პარტია “საქართველოსთვის” წევრი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნება” თამარ ჟვანია სასამართლო სისტემაში მიმდინარე ამბების გადასაფარად გადააყენა.

ამასთან, ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა ძალიან დაბალია და ჟვანიას გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.

“იმ საკითხების გადასაფარად, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, “ქართულმა ოცნებამ” სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას[…] „ქართული ოცნება“ იძულებულია მიიღოს გარკვეული რადიკალური ზომები იმისთვის, რომ გადაფაროს სასამართლოში მიმდინარე პროცესები და ამ თვალსაზრისით კარგი საშუალება იყო ჟვანიას გათავისუფლება”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს, 30 ივნისს, გადადგა. ამის შესახებ ჟვანია “ფეისბუქზე” წერს.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შეეძლო გაეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა.

კომისია იმსჯელებს ცესკოს უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობის დაყენებაზე — მიქანაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი