ახალი ამბები

გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტსა და გახარიას პარტიას ტოვებს

6 თებერვალი, 2023 • 1044
გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტსა და გახარიას პარტიას ტოვებს

გიორი ხოჯევანიშვილი საპარლამენტო მანდატსა და პარტიას „საქართველოსთვის“ ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოჯევანიშვილი წერს, ის პოლიტიკურ საქმიანობასაც წყვეტს.

„ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ერთადერთი გარემოება: მაღალი პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც მაქვს ჩემი ამომრჩევლის წინაშე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს. სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით არ მეძლევა საშუალება ეფექტურად მოვახდინო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, რაც ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ჩემთვის, როგორც სახელმწიფო მოხელისთვის, ყოველთვის პრიორიტეტი იყო ხალხის ინტერესების მსახურება და არასდროს წარმოადგენდა რაიმე თანამდებობა თვითმიზანს“, – წერს ხოჯავენიშვილი.

ხოჯევანიშვილის თქმით, საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში აპირებს.

„გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, კოლეგებს, თანაგუნდელებს, ასევე ყველა ღირსეულ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვსაქმიანობდი წლების განმავლობაში საჯარო სექტორში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რის გამოც რთულ პოლიტიკურ პროცესებში შევედი და ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თანამოაზრეს. იმედს ვიტოვებ, საქართველო შეძლებს წინსვლას და მალე გახდება ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი“, – წერს ხოჯევანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი