ახალი ამბები

სექსუალური ორიენტაციის გამო ძალადობა დაუშვებელია — ნათელაშვილი

30 ივნისი, 2021 • 1803
სექსუალური ორიენტაციის გამო ძალადობა დაუშვებელია — ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, შეხედულებების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო ძალადობა დაუშვებელია.

ამის შესახებ ნათელაშვილმა “პრაიდის” კვირეულზე საუბრისას განაცხადა.

“მე ვარ ტრადიციული, ეროვნული, კონსერვატიული ღირებულებების მატარებელი. ამის მიუხედავად, მე წინააღმდეგი ვარ ძალადობის ნებისმიერი ჯგუფის და ფენის მიმართ, რომელსაც თავისი აზრის გამოხატვა უნდა. იმავდროულად, აღშფოთებული ვარ ცინიზმით, რასაც ვისმენ მმართველი პარტიის ლიდერებისგან, რომ არ არიან “პრაიდის” გამართვის მომხრე. აბა, ვინ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი? ძალადობა დაუშვებელია და თანასწორობა უნდა იყოს გარანტირებული, მაგრამ კანონი თვითონ მიიღეს და რატომ არ ასრულებენ? თუ ფიქრობდნენ, რომ არ უნდა გამართულიყო “პრაიდის” ღონისძიებები, რატომ იღებდნენ ამ კანონს?” — განაცხადა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

ნათელაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის საქმე არ არის მოქალაქეთა სექსუალური ორიენტაცია.

კითხვაზე, თუ ლგბტქ+ თემის მიმართ იძალადეს, გავა თუ არა “პრაიდის” ღონისძიებაზე, ნათელაშვილმა უპასუხა:

“მე ვფიქრობ, პოლიცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ძალადობა არ იყოს არცერთი მხრიდან და არავის მიმართ”.

1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს გამართავს, 5 ივლისს კი  თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში “ღირსების მარში” გაიმართება. ჰომოფობიური ჯგუფები “პრაიდის” ჩაშლით იმუქრებიან.

ლგბტქ+ თემის წევრები მიიჩნევენ, რომ მიუღებელია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომლის მიხედვითაც ლგბტ თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ივლისში დაგეგმილი „ღირსების მარში“ არ უნდა ჩაატარონ.

მათთვის ეს ერთადერთ რამეზე მიანიშნებს: სახელმწიფო ისევ არ არის მზად, თანაბრად უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზება ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის. გარდა ამისა, მმართველი გუნდის ლიდერის ეს დამოკიდებულება მათთვის ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფების წახალისებად აღიქმება.

“უსაფრთხოება” გამოხატვის თავისუფლების ხარჯზე — რატომ ეწინააღმდეგება “ოცნება” “პრაიდს”

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.