ახალი ამბები

საქართველოს ეწვევიან რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები

22 ივნისი, 2021 • 1370
საქართველოს ეწვევიან რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვლენ რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები. ამის შესახებ რუმენითის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ “ტვიტერზე” წერს.

ბოგდან აურესკოს ინფორმაციით, დიპლომატები საქართველოს ეწვევიან სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 24-26 ივნისს უნდა გაიმართოს.

“ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. ევროკავშირის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ ევროკავშირის მეტ ჩართულობაშიც გამოიხატება, მათ შორის, გაჭიანურებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ შალენბერგსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად 24-26 ივნისს საქართველოს ვეწვევით”, – წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი. მან მადლიერება გამოხატა მინისტრებისა და ჟოზეფ ბორელის მიმართ მათ მიერ დაფიქსირებული მხარდაჭერის გამო. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ევროკავშირის აქტიურ ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონული უსაფრთხოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი