ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ივლისში საქართველოში 4 დასახელების ვაქცინა შემოვა სხვადასხვა დოზით. ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, საუბარია: სინოფარმზე, სინოვაკზე, ფაიზერსა და ასტრაზენეკაზე – ჯამში, მილიონ დოზაზე.
გაბუნიას განცხადებით, ვაქცინების დაჯავშნა მყისიერად არ დაიწყება. მისი განმარტებით, ამ ვაქცინებზე დარეგისტრირება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ისინი საქართველოში დასაწყობდება.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ საქართველოს მიეწოდოს ჯონსონის ვაქცინა, ხოლო ნოვავაქსი შემოდგომამდე ქვეყანაში ვერ შემოვა.







