ახალი ამბები

“კომენდანტის” გაუქმების შემდეგ რესტორნები, ბარები და კლუბები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ

22 ივნისი, 2021 • 1443
“კომენდანტის” გაუქმების შემდეგ რესტორნები, ბარები და კლუბები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგაც რესტორნები და სხვა გასართობი სივრცეები ღამის თორმეტ სათამდე იმუშავებენ.

“გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება პირველი ივლისიდან. ერთი შეზღუდვა რაც რჩება, ეს არის რესტორნების მიმართ, რომლებიც 24:00 საათამდე იმუშავებენ. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებსაც. ცხადია, ღამის კლუბებს და ისეთ დაწესებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. იგივე ეხება სასტუმროს, რესტორნებსაც”,-განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

ამ ეტაპზე ისევ ძალაში რჩება ქორწილებისა და ქელეხების გამართვის აკრძალვა. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითმ ქვეყნის მასშტაბით “კომენდანტის საათი” 1 ივლისიდან გაუქმდება.

საქართველოში ნოემბრის ბოლოდან ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. შეზღუდვის მიხედვით, მოქალაქეებს გადაადგილება თავდაპირველად 20:00 საათიდან ეზღუდებოდათ, მოგვიანებით 23:00 საათიდან 4:00 საათამდე შემცირდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი