ახალი ამბები

რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა დეკემბრიდან მოეხსნებათ

24 ნოემბერი, 2021 • 1080
რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა დეკემბრიდან მოეხსნებათ

რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა დეკემბრიდან მოეხსნებათ.

საუბარია შეზღუდვაზე, რომელიც კვების ობიექტებისთვის თუ ბარებისთვის რამდენიმე თვეა, რაც მოქმედებს. ამ შეზღუდვის თანახმად, რესტორნებს მომხმარებლების მხოლოდ 23:00 საათამდე მიღების უფლება აქვთ.

„რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა“,-  თქვა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.


8 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობამ ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია პირველი დეკემბრიდან გაფართოებულად ამოქმედდება.

„პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად ანუ ორჯერ, ჩატარებული აქვს 72- საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი პანდემიის განმავლობაში. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ, ასევე, ტურისტებისთვის.

ჩვენი საბჭოს გადაწყვეტილებით მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში. ეს არის კვების, გასართობი ცენტრები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცენტრო დარბაზები, სამორინეები და ა.შ. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელდება სტუმრებზე და არა მომუშვე ადამიანებზე“, – განაცხადა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი