ახალი ამბები

ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა – მდინარაძე გახარიაზე

21 ივნისი, 2021 • 1405
ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა – მდინარაძე გახარიაზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გამო გადადგა. ამის შესახებ მან “მთავარ არხთან” ისაუბრა.

“აბსოლუტურად გულწრფელად მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი ნაცების ინტერესისთვის გადადგა. დავანებოთ შეფასებებს თავი, ნაცმოძრაობის ფორმალური, მაგრამ თავმჯდომარისთვის გადადგა. დავანებოთ ლოგიკასაც თავი, ფაქტი ეს იყო, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა. მიუხედავად ამისა, სადაც ის ჩვენთან ერთად იყო წარმატებული, ეს უნდა ვთქვათ. ეს არ უნდა უარვყოთ, იმიტომ, რომ არ დაგვიჯერებს შემდეგ არავინ”, – განაცხადა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი