ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი უკრაინას ეწვევა

21 ივნისი, 2021 • 1033
სალომე ზურაბიშვილი უკრაინას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში 23 ივნისს გაიმართება.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.

კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან, და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი