ახალი ამბები

NCDC-ის თანამშრომელი კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა

17 ივნისი, 2021 • 1931
NCDC-ის თანამშრომელი კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი ლიანა ნებაძე კოვიდ 19-ით დაინფიცირდა და ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ცენტრის ცნობითვე, ის მობილური ამცრელი ბრიგადის წევრი იყო, რომელიც კარდაკარ, სოფელ-სოფელ ახორციელებდა იმუნიზაციას.

ამას გარდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნის დღიდან 2016 წლამდე მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, იმუნიზაციის განყოფილებაში ცივ ჯაჭვზე პასუხისმგებელ პირად, ხოლო 2012 წლიდან მუშაობდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილებაში. უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმუნიზაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი