ახალი ამბები

Novavax-ის თქმით, მათი ვაქცინა 90%-ით ეფექტურია

14 ივნისი, 2021 • 1022
Novavax-ის თქმით, მათი ვაქცინა 90%-ით ეფექტურია

Novavax-ის განცხადებით, მათ მიერ წარმოებული ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 90.4%-ით ეფექტურია. აღნიშნულს კომპანია ინფორმაციას მესამე ფაზის კლინიკური ტესტირების შედეგად ავრცელებს, რომელშიც მონაწილეობა 30 000-მდე ადამიანმა მიიღო აშშ-სა და მექსიკაში.

კომპანიის თქმით, ვაქცინის ორი დოზა 100%-ით ეფექტურია დაავადების საშუალო და მძიმე განვითარების წინააღმდეგ და 93%-იანი ეფექტურობა აჩვენა ვირუსის ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ.

როგორც cnbc წერს, Novavax აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას ავტორიზაციისთვის 2021 წლის მესამე კვარტალში მიმართავს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ში ვაქცინების ჭარბი მარაგიდან გამომდინარე შესაძლებელია, მთავრობამ Novavax-ის დოზები სხვა ქვეყნებს გადასცეს.

კომპანიის თქმით, ტესტირების 29 960 მონაწილეს შორის კორონავირუსის 77 პაციენტს დაუდასტურდა, საიდანაც 63 მონაწილე პლაცებოს იღებდა. 14 კი იმ პირებში დადასტურდა, რომლებმაც ვაქცინის ორი დოზა მიიღეს. შესაბამისად, ვაქცინის ეფექტურობა 90.4%-ად განისაზღვრა.

რაც შეეხება ვაქცინის გვერდით მოვლენებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ მას მსუბუქი გვერდითი მოვლენები ახასიათებს, როგორიცაა თავისა და კუნთების ტკივილი, სისუსტე და ტკივილი ინექციის ადგილას, რომელიც ორი ან სამი დღე გრძელდება.

გამოცემის ცნობით, თუ პრეპარატი FDA-ს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციას მიიღებს, ის მეოთხე აკრედიტირებული ვაქცინა იქნება აშშ-ში fizer-BioNTech-ის, Moderna-ს და Johnson & Johnson-ის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი