ახალი ამბები

თბილისში სატვირთო კლინიკის ავტოსადგომზე ჩავარდა, არიან დაშავებულები

12 ივნისი, 2021 • 2166
თბილისში სატვირთო კლინიკის ავტოსადგომზე ჩავარდა, არიან დაშავებულები

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მდებარე კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის” ეზოში სატვირთო მანქანა ჩავარდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ზუსტად რა მოხდა, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ მიმდებარე ქუჩიდან კლინიკის ეზოში, ავტოსადგომზე სატვირთო მანქანა ჩავარდა და რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით 3 დაშავებული კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” ავარიიდან რამდენიმე წუთში შეიყვანეს, ამჟამად ადგილზე მუშაობს სასწრაფო დახმარების სამი ეკიპაჟიც, თუმცა ამ დროისთვის უცნობია დაშავებულების ზუსტი რაოდენობა.

“ნეტგაზეთი” დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინსიტროსთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი