ახალი ამბები

გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა

11 ივნისი, 2021 •
გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და  პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგშია.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა საკუთარი პარტიის და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ. გიორგი გახარია და ფილიპ რიკერი შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა სამომავლოდ კვლავაც აქტიურად გაგრძელდება”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი