ახალი ამბებირეკლამა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი QS World University Rankings-ში დაწინაურდა

11 ივნისი, 2021 • 1497
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი QS World University Rankings-ში დაწინაურდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი QS World University Rankings – ის 2022 წლის რანჟირებაში 30 ადგილით დაწინაურდა და 571-580- პოზიციას იკავებს.  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც უკვე მეორე წელია წარმოდგენილია QS World University Rankings – ის რანჟირებაში

QS World University Rankings უნივერსიტეტების რეიტინგის შედგენის მიზნით იყენებს შემდეგ ინდიკატორებს: აკადემიური რეპუტაცია, დამსაქმებელთა შორის რეპუტაცია, სტუდენტებისა და პერსონალის თანაფარდობა, პერსონალის ციტირების მაჩვენებელი, უცხოელი პერსონალი, უცხოელი სტუდენტები. შესაბამისად, რანჟირება ფარავს უნივერსიტეტის სწავლასწავლების, კვლევისა და ინტერნაციონალიზაციის, უნივერსიტეტის რეპუტაციის შეფასებას

QS World University Rankings მსოფლიო უნივერსიტეტების 2022 წლის რანჟირებას სათავეში მასაჩუსეტსის ტექნოლიგიური ინსტიტუტი (MIT) უდგას

QS World University Rankings – ის 2021 წლის მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო ათასეულში თსუ 601-650 პოზიციაზე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი