ახალი ამბებირეკლამა

როგორ ვმართოთ საწყობი?

10 ივნისი, 2021 • 1602
როგორ ვმართოთ საწყობი?

დაგვეთანხმებით ალბათ, ბიზნესში – იქნება ეს ვაჭრობა თუ მომსახურება, მთავარია გაყიდვები. ვინაიდან ვაჭრობაში მატერიალურ პროდუქტებთან გვაქვს საქმე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარაგების კონტროლი.

როგორია საცალო გაყიდვების მარაგების მენეჯმენტი?

საცალო გაყიდვები მართვა ნიშნავს სისტემებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობას, რასაც კომპანია იყენებს სავაჭრო ობიექტებში ნაშთებისა და ნავაჭრის აღრიცხვისთვის. ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, თუმცა ამ პროცესში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩართული: 

  • რა არის საწყობში არსებული პროდუქტების ზუსტი რაოდენობა?
  • როდის უნდა გაკეთდეს შეკვეთები?
  • რა რაოდენობის პროდუქტი უნდა შეუკვეთოთ?
  • რომელია ყველაზე მოთხოვნადი – ე.წ. „best seller“ პროდუქცია?
  • გაქვთ თუ არა ისეთი პროდუქტი რომელიც არამომგებიანია?
  • არის თუ არა საწყობში საკმარისი ადგილი მარაგების შესანახად?

მარაგები შესაძლებელია რომ იმართოს ხელით, ანუ მანუალურად და ავტომატურად – სხვადასხვა სისტემების დახმარებით. არიან მენეჯერები, ვინც დღეს – ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაშიც კი მანუალურ მართვას ანიჭებს უპირატესობას. თუმცა ეს არაეფექტური და დამღლელი გზაა. იზრდება შეცდომების დაშვების პროცენტულობა, დაკავშირებულია დიდ ენერგიასთან და დროის რესურსთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ სავაჭრო ობიექტი მომხმარებელს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.  

შედარებით მცირე, მაგალითად საცალო მაღაზიის ნაშთების მართვას იდეალურად უზრუნველყოფს გაყიდვების პროგრამა.  ასეთი პროგრამაში, როგორ წესი, გაერთიანებულია ხოლმე მოლარის სივრცე  – იგივე POS, შესყიდვები, გაყიდვები და საწყობი. პროგრამამ ავტომატურად უნდა ჩამოწეროს მოლარის მიერ გაყიდულ პროდუქცია და შესაბამისად განაახლოს საწყობში მარაგების მონაცემები. გარდა ამისა კარგი იქნება თუ პროგრამას ექნება რეპორტინგ სისტემა. რეპორტები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მენეჯერებისთვის – გაყიდვებისა და საწყობის გასაკონტროლებლად.  

თუ მარაგები სწორად არ იმართება, ეს ნიშნავს რომ მენეჯერმა არ იცის რა პროდუქცია აქვს გაყიდვაში, რა იყო თვითღირებულება და დამატებითი ხარჯები. ამ ინფორმაციის არქონა იწვევს ფასდადგენის პრობლემებს – თუ მენეჯერს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია რა დაჯდა პროდუქტი, ვერც მომგებიან მარჟას დაადგენს. ამასთან, როცა კონტროლდება საწყობი, იზრდება პროდუქციის მოპარვისა და დაკარგვის შანსები. 

მარაგების არასწორი მენეჯმენტი, აუცილებლად აისახება გაყიდვებზე: მაგალითად, ყიდით ფეხსაცმელს, რომელიც არსებული პერიოდისათვის მოდაშია და მასზე მოთხოვნა დიდია, თუ მარაგს არ გააკონტროლებთ და დროულად არ შეუკვეთავთ, მომხმარებლების მოთხოვნას ვერ გაუმკლავდებით და გამოდის რომ კონკურენტებთან გადაამისამართებთ.  

რა სარგებელს მოგიტანთ  საწყობის პროგრამა

რამხელა უნდა იყოს თქვენი საწყობი – როცა გეცოდინებათ რა მოცულობის პროდუქციას სჭირდება დასაწყობება მუდმივად, საწყობის ზომასაც ოპტიმალურად შეარჩევთ და ზედმეტ ფართში ტყუილად არ გადაიხდით ფულს.

რა პროდუქცია უნდა იდოს სავაჭრო ობიექტში – მაღაზიის დანაკარგებში დიდი წილი აქვს მოპარულ პროდუქტებს. თუ მაღაზიაში იმაზე მეტი პროდუქტი გიდევთ ვიდრე ეს მაღაზიის გამართულ ფუნქციონირებას და უწყვეტ გაყიდვებს სჭირდება,  ეს მაღაზიაში არეულობის მიზეზი შეიძლება გახდეს, რაც ძალიან უწყობს ხელს მაღაზიის ქურდობებს. მარაგების მართვის პროგრამა თუ გექნებათ, განსაზღვრავთ რა არის საშუალოდ დღიური ნავაჭრი და შესაბამისად შეავსებთ დახლებსაც.

ადმინისტრაციული შეცდომები – როგორც წესი, საცალო გაყიდვების დროს პროდუქციის დანაკარგების 20% დაკავშირებულია არასწორ აღრიცხვასთან. როდესაც გაყიდვები აღირიცხება პარალელურ რეჟიმში – ანუ ერთიან სისტემაშია გაერთიანებული მოლარის სივრცე, მაღაზიის ნაშთები და საწყობიც, პროგრამა ავტომატურად – გაყიდვების პარალელურ რეჟიმში აღრიცხავს ნაშთებსაც, რაც ხელით აღრიცხვიანობასა და მანუალურ საქმეს ანაცვლებს. შესაბამისად ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების რაოდენობა მინიმალურია.

არამომგებიანი პროდუქტები – საცალო გაყიდვებზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ტრენდებს, ანუ რა არის მოდაში. მოდა კი საკმაოდ სწრაფად იცვლება. „ჩაწოლილად“ ითვლება პროდუქტი, თუ მისი ბრუნვადობის კოეფიციენტი ნული, ან ძალიან დაბალია. სწორად შერჩეულ სააღრიცხვო სისტემას შეუძლია დაგანახოთ ეს ტენდენცია. ასეთ პროდუქციას მენეჯერები გაყიდვებიდან საერთოდ იღებენ ხოლმე, ან პირიქით ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე ათავსებენ, რომ ამით კიდევ ერთი შანსი მისცენ. 

მოთხოვნადი პროდუქცია – მარაგების სააღრიცხვო სისტემას იგივე დანიშნულება აქვს ე.წ. „ბესტსელერი“ პროდუქტების შემთხვევაშიც. გაყიდვების სისტემა გამოავლენს ასეთ პროდუქტებს, მარაგების აღრიცხვის სისტემა კი გეტყვით როდის უნდა შეუკვეთოთ დროულად, რომ დეფიციტი არ შეგექმნათ.

როგორ უნდა შეირჩეს სწორად საწყობის პროგრამა?

თუ მართავთ მაღაზიების ქსელს ათასობით განსხვავებული ტიპის პროდუქციით და ათობით ფილიალით, სადაც დღის განმავლობაში ათასობით ოპერაცია ფიქსირდება, მაშინ Full ERP (Enterprise resource planning) სისტემაზე უნდა დაფიქრდეთ. როგორ წესი ასეთი სისტემები მოიცავენ WMS-ს (warehouse management system) საწყობის მართვის სისტემას. თუმცა არსებობს დამოუკიდებელი WMS-ის სისტემებიც. 

თუ რამდენიმე მაღაზია ან საწყობი გაქვთ და თან ბიზნეს პროცესები განსაკუთრებული კომპლექსურობით არ ხასიათდება, მაშინ თანამედროვე მაღაზიის პროგრამა, რომელსაც აქვს ასევე საწყობის მართვის მოდულიც, სრულიად საკმარისი იქნება. 

თუ ფლობთ მცირე ან საშუალო სავაჭრო კომპანიას, როგორც ფიზიკურ მაღაზიას – ასევე ონლაინ გაყიდვებს – პროგრამა „ბალანსი “იდეალური იქნება თქვენთვის. „ბალანსს“ აქვს როგორც მოლარის ინტერფეისი, ისე გაყიდვების, შესყიდვებისა და საწყობის მოდული. ამასთან ერთად ბალანსში შესაძლებელია ბუღალტერიის წარმოება და ფინანსური აღრიცხვა. პროგრამის დემო შეგიძლიათ ნახოთ ბალანსის სატზე – www.balance.ge.

მასალების გადაბეჭდვის წესი