ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია

9 ივნისი, 2021 •
საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ლაშა დარსალია დაინიშნა, ხოლო მინისტრის მოადგილედ — თეიმურაზ ჯანჯალია.

დარსალიამ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას 2018 წლიდან იკავებდა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელია, აღნიშნულ პოსტზე შეცვალა ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელიც, თავის მხრივ, ბელგიის სამოფოსა და ევროკავშირში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

თეიმურაზ ჯანჯალია დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობს.

ბრიუსელში საქართველოს ელჩმა ნატა საბანაძემ თანამდებობა დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი