ახალი ამბები

ეს არის ვეზირთა ბრძოლა, სამეფო კარზე ვინ იქნება პირველი — ვაშაძე გახარია-კობახიძეზე

9 ივნისი, 2021 • 676
ეს არის ვეზირთა ბრძოლა, სამეფო კარზე ვინ იქნება პირველი — ვაშაძე გახარია-კობახიძეზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და “ქართული ოცნების” ლიდერებს შორის “სამეფო კარზე” პირველობისთვის ბრძოლა მიდის.

მისი შეფასებით, “ტვ პირველზე” გახარიას ინტერვიუ “ივანიშვილის კარზე ერთ-ერთი ვეზირის ინტერვიუ” იყო.

“ეს არის ვეზირთა ბრძოლა, სამეფო კარზე ვინ იქნება პირველი. სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ გუშინდელი საუბარი იყო კვლავ ბიძინა ივანიშვილის ვეზირის ბრძოლა, რომ სწორედ ის გახდეს პირველი[…] გახარიას ჩათვლით ყველა ლიდერის მთავარი ამოცანაა, ვინ იქნება პირველი ვეზირი სამეფო კარზე. ეს იყო ის, რაც გუშინ მოვისმინეთ.[…] გუშინ ივანიშვილის კარზე ერთ-ერთი ვეზირის ინტერვიუ მოვისმინეთ, რომელიც პირველი ვეზირობისთვის ებრძვის მეორე პირველ ვეზირს, რომელიც არის დღეის მდგომარეობით ირაკლი კობახიძე”, – განაცხადა ვაშაძემ.

გუშინ, 8 ივნისს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “ტვ პირველზე” თავის ყოფილ გუნდზე ისაუბრა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი