კახეთის გზატკეცილზე ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი.
შსს-ს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.








