ახალი ამბები

თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

8 ივნისი, 2021 • 931
თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელიც ბლოკის ენმ/”ძალა ერთობაშია” სიით გახდა დეპუტატი, პარლამენტში შევიდა.

ჩარკვიანის თქმით, ბოიკოტის მომხრე იყო, თუმცა ბოიკოტის მიზანი იყო პარლამენტის ერთპარტიულობა. იმ ვითარებაში კი, როდესაც პარლამენტი მაინც მრავალპარტიული გახდა, მმართველი გუნდისთვის კომფორტულია ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის გარეშე ყოფნა.

“ჩვენ გვინდა, რომ ეს კომფორტი არ ჰქონდეს ხელისუფლებას. გვინდა რეფორმები, თითოეულ ხმას აქვს დიდი მნიშვნელობა, ამიტომ დიდი კონსულტაციების შედეგად ყველამ ერთად გადავწყვიტეთ [შემოსვლა]. გამოკითხვაც გავაკეთე. შთამბეჭდავად განსხვავებული სურათი მივიღე — ისინი, ვინც გვეუბნებოდნენ, არ შეხვიდეთო, ახლა გვეუბნებოდნენ: შედით. ასეთი სურათი იყო:  4 200 — მომხრე, 53 — მოწინააღმდეგე”, — განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ისევ მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და სურს, საგამოძიებო კომისიამ პროკურატურას წარმოებაში მიაღებინოს ოპოზიციის საჩივრები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ჩარკვიანის თქმით, ის ითანამშრომლებს “ძალა ერთობაშიაში” შემავალ პარტიებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი