ახალი ამბები

პარლამენტში ენმ-ის ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს

7 ივნისი, 2021 • 1226
პარლამენტში ენმ-ის ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს

პარლამენტში შეიქმნა ოპოზიციური ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”.

ფრაქციაში 32 დეპუტატია გაერთიანებული და “ქართული ოცნების” შემდეგ სიდიდით მეორე საპარლამენტო ფრაქციაა.

ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იქნება, მოადგილეები კი, ლევან ბეჟაშვილი, ნატო ჩხეიძე და გიორგი ბოტკოველი.

ამ დროისთვის პარლამენტში სულ ოთხი ფრაქციაა: “ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია, “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი