ახალი ამბები

ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის — გახარია ივანიშვილის წერილზე

7 ივნისი, 2021 • 1908
ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის — გახარია ივანიშვილის წერილზე

პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას Facebook-ზე ეხმაურება.

“მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო… სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!” – წერს გახარია.

“ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან წავიდა, დღეს, 7 ივნისს, წერილი გაავრცელა, რომელშიც გიორგი გახარიას მოღალატეს უწოდებს.

გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი