ახალი ამბები

კადრები შეიცავს ბავშვების უფლებების დარღვევას – ჯანდაცვის სამინისტრო

4 ივნისი, 2021 • 1181
კადრები შეიცავს ბავშვების უფლებების დარღვევას – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებსბს სიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

უწყების განცხადებით, აღნიშნული კადრები შეიცავს არასრულწლოვნების  მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და ბავშვების უფლებების დარღვევას.

“სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, არასრულწლოვანთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაჟღერება/გაშუქება განხორციელდეს მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით. ამჟამად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული. ადგილზე ჩართული სპეციალისტები უფლებამოსილების, მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამუშაო პროცესს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით. საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნული ჯგუფი ეტაპობრივად ფართოვდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ფეისბუკზე ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ერევა მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვებისა და სოციალური მუშაკების ურთიერთობაში. ის სოცმუშაკებს ბავშვებს პანსიონიდან არ ატანს.

რა ჩანს და რაზე მიანიშნებს ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს გავრცელებული ვიდეო

მასალების გადაბეჭდვის წესი