ახალი ამბები

გახარია და ჩვენი გუნდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალ ამინდს ქმნის – ბუჩუკური

2 ივნისი, 2021 • 738
გახარია და ჩვენი გუნდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალ ამინდს ქმნის – ბუჩუკური

ექპრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელი, პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მათი პარტიის “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან ორ დღეში მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ რადიკალიზმის ხარისხი შეამცირეს.

“ფაქტია, რომ გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალ ამინდს ქმნის. პარტიის დაფუძნებიდან პრაქტიკულად ორ დღეში რადიკალიზმის ხარისხი შეამცირეს როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე – ოპოზიციურმა ძალებმა. და ცდილობენ ჩვენ მიერ პრიორიტეტულად დასახელებულ პრობლემურ საკითხებზე კონცენტრირებას. უბრალოდ, ორივე იძულებული გახდა. ნაცები პარლამენტში შედიან, ქოცები ოპოზიციურ ტელეარხებზე სიარულს იწყებენ, ლელო ანტიკორუფციულზე მუშაობას აანონსებს…
კარგი სტარტია”, – წერს ბუჩუკური.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიტიკური მოძრაობა “საქართველოსთვის” 29 მაისს დააფუძნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი