ახალი ამბები

თაღლითობის მცდელობის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

2 ივნისი, 2021 • 639
თაღლითობის მცდელობის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი თაღლითობი მცდელობის ბრალდებით დააკავა.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიით ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს პატიმრობაში მყოფი შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოტყუებით მოსთხოვა ფული.

შსს-ს თქმით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს თაღლითური გზით დაუფლებული თანხა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალი ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი