ახალი ამბები

EU-ს მხარდაჭერით ქართველ მესაზღვრეებს 2,25 მლნ ლარის სატვირთო ავტომობილები გადაეცათ

3 ოქტომბერი, 2023 •
EU-ს მხარდაჭერით ქართველ მესაზღვრეებს 2,25 მლნ ლარის სატვირთო ავტომობილები გადაეცათ

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 2,25 მილიონი ლარის ღირებულების სატვირთო ავტომობილები გადასცა. საუბარია მოკლე შასის მქონე 10 სატვირთო ავტომანქანაზე, რომლებსაც შეუძლიათ რთულად მისასვლელ ადგილებამდე მიღწევა.

“აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობას, საჭირო მასალებით და აღჭურვილობით მოამარაგოს მესაზღვრეები, რომლებიც მიუვალ ადგილებში მდებარე სასაზღვრო სამმართველოებში და სექტორებზე მსახურობენ”, – ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.

საქართველოს საზღვრების მართვისა და მიგრაციის ხელშემწყობ პროექტს ევროკავშირი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, 2022 წლიდან ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი