ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციას EU-ს მხარდაჭერით სპეციალური აღჭურვილობა და მანქანები გადაეცა

13 აპრილი, 2023 • 953
სასაზღვრო პოლიციას EU-ს მხარდაჭერით სპეციალური აღჭურვილობა და მანქანები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას გადაეცა დაკვირვების სისტემები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები და ავტობუსები.

აღჭურვილობის გადაცემა განხორციელდა პროექტების  – „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის (SAFE) – ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ და  “საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)” ფარგლებში, მიგრაციის საერთაშირისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით.

აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი – ნიკოლოზ შარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში – პაველ ჰერჩინსკი და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში – სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი.

„ვახტანგისში სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღჭურვილობა გადავეცით, რომელიც მის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ჩვენ გვინდა, საქართველოს დავეხმაროთ სახელმწიფო საზღვრების დაცვასა და დანაშაულთან, მათ შორის ნარკოტრეფიკთან, ბრძოლაში. სწორედ ამიტომ გადავეცით ჩვენ ამ კონკრეტულ სასაზღვრო პუნქტს ტექნიკური აღჭურვილობა და მანქანები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს უფრო დაცულსა და უსაფრთხოს გახდის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს მხარდაჭერისა და მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი