დღეს, 28 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სასაზღვრო პოლიციის MI-8 ტიპის ვერტმფრენს მყინვარწვერზე პოლონელი მაშველებისთვის დახმარების გაწევის დროს ავარიული ინციდენტი შეემთხვა.
უწყების განცხადებით, შეთხვევა განაპირობა ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ.
კერძოდ, შსს-ს თქმით, დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად, მოხდა ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება:
„თუმცა გამოცდილმა და პროფესიონალმა მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება, მეორე წრის განხორციელება, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება“, — აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ინციდენტი 26 ივნისს მოხდა: