ახალი ამბები

„განვიხილეთ ტერორიზმთან, „ფეტოსთან“ ბრძოლის საკითხები“ – ერდოღანი ღარიბაშვილთან შეხვედრისას

1 ივნისი, 2021 • 1982
„განვიხილეთ ტერორიზმთან, „ფეტოსთან“ ბრძოლის საკითხები“ – ერდოღანი ღარიბაშვილთან შეხვედრისას

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირველ ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ღარიბაშვილთან ისაუბრა ტერორიზმის საკითხზე:

„განვიხილეთ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნეთ „ფეტოს“ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის საკითხი“, – განაცხადა ერდოღანმა.

„ფეტო“ ამერიკაში მცხოვრები მქადაგებელ ფეტულა გიულენთან დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ქსელად მიიჩნევს და გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

„გიულენისტობის“ ბრალდებით, 2016 წლიდან დღემდე, თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთში მოქმედი ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი დახურა.

ერდოღანის ხელისუფლება ასევე აქტიურად ცდილობდა და ცდილობს მსგავსი პოლიტიკის გატარებას თურქეთის გარეთაც, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში.

ცნობილი საქმეები, როცა თურქეთს “გიულენისტების” ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარით უპასუხეს

დევნა რიცხვებში – თურქეთის 2 წელი გადატრიალების მცდელობიდან[ინფოგრაფიკა]

საქართველოში “ჩაღლარის” ქსელის კიდევ ერთი სკოლა დახურეს

მასალების გადაბეჭდვის წესი