ახალი ამბები

გერმანიაში დასაქმებული ერთ-ერთი ჯგუფის პრობლემა მოგვარებულია – სამხარაძე

1 ივნისი, 2021 • 877
გერმანიაში დასაქმებული ერთ-ერთი ჯგუფის პრობლემა მოგვარებულია – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ გერმანიაში  ლეგალურად დასაქმების პროგრამით მომუშავე ერთ-ერთი ჯგუფის პრობლემა, რომლის წევრებიც მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ, მოგვარებულია.

მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის დასაქმების ბიუროდან აქვს.

“ის პრობლემა, რომელიც გერმანიაში დასაქმებულთა ერთ კონკრეტულ ჯგუფს ჰქონდა, უკვე მოგვარებულია. რაც შეეხება დანარჩენ ჯგუფებს, საქართველოდან გერმანიაში რამდენიმე ათეული ჯგუფი გაემგზავრა, ამ ათეული ჯგუფისგან მხოლოდ და მხოლოდ კარგი შეფასებები მოდის და რატომღაც ჯერჯერობით მედიას ეს კარგი შეფასებები არ გაუშუქებია. ამიტომ ის ერთეული შემთხვევა უკვე მოგვარებულია”, – განაცხადა სამხარაძემ.

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამით მომუშავე ერთ-ერთ ჯგუფის წევრებიც მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ შრომის პირობები, ანაზღაურება და საცხოვრებელი პირობები მძიმეა. ამ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩი და განაცხადა, რომ სხვადასხვა უწყებების ჩარევით საქართველოს მოქალაქეები მინიმალურ ხელფასს 9.5 ევროს საათში მიიღებენ და შესაფერისი საცხოვრებელი პირობებიც ექნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი