ახალი ამბები

სკოლის შიდა საკითხები ტელევიზიის გადასაწყვეტი არაა — მიტროპოლიტი სტეფანე გაფიცვაზე

1 ივნისი, 2021 • 958
სკოლის შიდა საკითხები ტელევიზიის გადასაწყვეტი არაა — მიტროპოლიტი სტეფანე გაფიცვაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა.

ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით, პროტესტის მიზეზი გახდა ის, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მათ დაჰპირდა ხელფასების მომატებას, თუმცა მიმდინარე თვეს ხელფასის იგივე რაოდენობა ჩაერიცხათ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სკოლის შიგნით საკითხები მედიის გადასაწყვეტი არ არის.

“ჩვენი ურთიერთობის საკითხი, ვინ რას დაჰპირდა, ვინ რას არ უსრულებს, არაფერი ეგრე არ არის, რასაც ამბობთ, და აქედან გამომდინარე, ტელევიზიის გადასაწყვეტი, სკოლაში შიგნით საკითხები არ არის. ჩემგან ელოდებიან [პასუხს], თქვენგან არა. თქვენი საქმე არ არის. ჩვენ გადავწყვეტთ ჩვენი სკოლის საკითხებს. თქვენ არ გკითხავთ”,  – განუცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ ჟურნალისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი