ახალი ამბები

ტარიელ ნაკაიძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

31 მაისი, 2021 • 956
ტარიელ ნაკაიძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ნაკაიძე პარლამენტში “ევროპული საქართველოს” სიით მოხვდა, თუმცა თავად პარტია დოკუმენტს ხელს არ აწერს.

დოკუმენტს ხელს არ აწერს არც  “ნაციონალური მოძრაობა-“ძალა ერთობაშიას” ბლოკით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, გარდა რესპუბლიკური პარტიისა. თუმცა ენმ-მ და მასთან ერთად ბლოკში შემავალმა სხვა პარტიებმა გუშინ, 30 მაისს, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ ასევე ლეიბორისტული პარტია და პარტია “კანონი და სამართალი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი