ახალი ამბები

შსს-ში ვიყავი და ეკონომიკურ ნაწილში არც მახსოვს, როგორ გაიარა ამ კონტრაქტმა – გახარია ნამახვანზე

31 მაისი, 2021 • 1932
შსს-ში ვიყავი და ეკონომიკურ ნაწილში არც მახსოვს, როგორ გაიარა ამ კონტრაქტმა – გახარია ნამახვანზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით პრობლემაა ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაწილში. გახარიას ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არის უპრეცედენტო სახის გარანტიები ჩადებული იმ კონტრაქტში, რომელიც ჰესის მშენებარე კომპანიას გაუფორმდა და რატომ არ შეიძლებოდა იგივე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემთხვევაშიც მომხდარიყო.

“ნამახვანის კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით ბევრად უკეთესია. [კონტრაქტი] კარგია თუ ცუდი, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო 2019 წლის აპრილში, ანუ მაშინ, როცა ეს კონტრაქტი გაფორმდა. სამწუხაროდ, მაშინ მე საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი და ეკონომიკურ ნაწილში არც მახსოვს… ჩემი ბრალია, ჩემი პასუხისმგებლობაა… არც მახსოვს, ამ კონტრაქტმა როგორ გაიარა. ეს კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტს… ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია ან ცუდია. აქ მთავარი პრობლემა არის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონიმიკა და ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული ჰიდრორესურსებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ჩვენი ჰიდრორესურსი ჩვენი მოქალაქეებისთვის გვინდა. აქ პრობლემა არის კომუნიკაციაში ხეობის დამცველებთან. ეს კომუნიკაცია თუ არ მოგვარდა და არ დალაგდა, ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში ეს პრობლემა იქნება”,-განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი