ახალი ამბები

გომელაურის გადაყენება შესაძლებელი იყო, თუმცა ეს საჩუქარი იქნებოდა ენმ-თვის — გახარია

31 მაისი, 2021 • 858
გომელაურის გადაყენება შესაძლებელი იყო, თუმცა ეს საჩუქარი იქნებოდა ენმ-თვის — გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაყენება შეეძლო, თუმცა ეს “ნაციონალური მოძრაობისთვის” საჩუქარი იქნებოდა.

ასე უპასუხა გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, შეძლებდა თუ არა ნიკა მელიას დაკავებამდე განვითარებული მოვლენების დროს ვახტანგ გომელაურის გათავისუფლებას და ხომ არ დაემუქრა პარტია, რომ თუ ამას იზამდა, გაუშვებდნენ პრემიერის თანამდებობდან. მისივე თქმით, იმის გამო, რომ ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას დაკავებამდე ბევრი ადამიანი იყო თავმოყრილი, მისთვის “საპოლიციო ღონისძიების” ჩატარება მიუღებელი იყო.

„გომელაურის გადაყენება შესაძლებელი იყო, თუმცა ეს იქნებოდა საჩუქარი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს იმხელა ინსტიტუციურ კრიზისში და დაპირისპირებაში შეიყვანდა ქვეყანას, ჩემი გადადგომის რამდენიმე მიზეზი იყო… იქნებოდა ბევრად სერიოზული, კონფლიქტური და ბევრად დააზიანებდა ქვეყანას”, — განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, გომელაურის გადაყენება “ქართულ ოცნებაში” მწვავე შიდა დაპირისპირებას გამოიწვევდა, რის გამოც ამჯობინა თავად გადამდგარიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი