ახალი ამბები

თამარ კორძაიამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

31 მაისი, 2021 • 1341
თამარ კორძაიამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

რესპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ კორძაიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა. კორძაია დოკუმენტზე ხელმოსაწერად ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იყო.

როგორც დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ მან განაცხადა, ბოიკოტის შემდეგ ბრძოლის გაგრძელების საშუალება უკვე პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებაა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი აქვს რესპუბლიკური პარტიის ლიდერ ხათუნა სამნიძეს, რომელიც საპარლამენტო საქმიანობაშიცაა ჩართული.

რესპუბლიკური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა-“ძალა ერთობაშიას” ბლოკთან ერთად მონაწილეობდა. პარლამენტის შესვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად ენმ-მ და მასთან ერთად ბლოკში შემავალმა სხვა პარტიებმა გუშინ, 30 მაისს მიიღეს. თუმცა შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი