ახალი ამბები

არავის პროექტი ვყოფილვარ და მით უმეტეს, მომავალში არ ვიქნები — გახარია

29 მაისი, 2021 • 1537
არავის პროექტი ვყოფილვარ და მით უმეტეს, მომავალში არ ვიქნები — გახარია

“არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს, მომავალში არ ვიქნები”, — ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ის “ბიძინა ივანიშვილის პროექტი”.

პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” გახარიამ დღეს, 29 მაისს დააფუძნა. მისი თავმჯდომარე თავად გიორგი გახარია იქნება.

გაერთიანების პრეზენტაციაზე გახარიამ პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა, ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე.

გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა მოქალაქეთა რეალურ პრობლემებს — გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი