ახალი ამბები

ვინ არიან გახარიას გუნდის წევრები — სია

29 მაისი, 2021 • 3403
ვინ არიან გახარიას გუნდის წევრები — სია

გიორგი გახარიამ წარადგინა გუნდი, რომელიც მასთან ერთად იმუშავებს ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში “საქართველოსთვის”. გაერთიანების თავმჯდომარე თავად გახარია იქნება, პოლიტსაბჭოში კი წარმოდგენილნი იქნებიან:

  • გიორგი ხოჯევანიშვილი — პარლამენტის წევრი
  • ნათია მეზვრიშვილი — მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი(19.09.19-23.11.20)
  • გიორგი შარაშიძე — ჟურნალ “ანტერპრენერის” ხელმძღვანელი
  • კახა ქემოკლიძე — მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი(04.02.21-24.02.21)
  • ანა ბუჩუკური  — პარლამენტის წევრი
  • მიხეილ დაუშვილი — პარლამენტის წევრი
  • ბექა ლილუაშვილი — პარლამენტის წევრი
  • რუსუდან თევზაძე — განათლებისა და სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი
  • ალექსანდრე მოწერილია — პარლამენტის წევრი
  • ბერდია სიჭინავა — მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე
  • შალვა კერესელიძე — პარლამენტის წევრი
  • კოტე ანანიაშვილი — აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი
  • გიგა ფარულავა — სამართალმცოდნე, ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილე
  • გიორგი გოგუაძე — საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

ამას გარდა, გახარიამ წარადგინა ის ადამიანებიც, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ გუნდში. მათ შორის არიან:

  • ლევან დოლიძე — ნატო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი
  • გიორგი აბაშიშვილი — პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი (2015-18 წლებში)
  • ეკატერინე ვეფხვაძე
  • დავით ფარცვანია — განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ ყოფილი დირექტორი
  • ლაშა მარკოზაშვილი
  • ტატა ხვედელიანი
  • გიორგი კიკნაველიძე
  • საბა ჯიქიძე

გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა მოქალაქეთა რეალურ პრობლემებს — გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი