ახალი ამბები

“ექსპო ჯორჯიასთან” აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის წევრებს შორის დაძაბულობა იყო

29 მაისი, 2021 • 980
“ექსპო ჯორჯიასთან” აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის წევრებს შორის დაძაბულობა იყო

“ექსპო ჯორჯიასთან”, სადაც დღეს, 29 მაისს, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, ერთ-ერთი დაცვის სამსახურის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შორის დაძაბულობა იყო.

ადგილზე შეკრებილები შეეცადნენ, გადაელახათ ბარიკადები და 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლისას პოლიციის მიერ გამოყენებული ტყვიების ფოტოები მიეტანათ იმ პავილიონამდე, სადაც გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა ჩატარდეს. დაცვის სამსახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

საგამოფენო ცენტრის მიმდებარედ აქციას მოძრაობა “საქართველოსთვის” მართავს. მოძრაობის წევრებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით “არ შეგარჩენთ 20 ივნისს”, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების ხაზგასასმელად. მაშინ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

აქცია "ექსპო ჯორჯიასთან". ფოტო: ნეტგაზეთი/ნათია ცქიფურიშვილი

საგამოფენო ცენტრთან გახარიას კრიტიკოსი სხვა აქტივისტებიც მივიდნენ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

28 მაისს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერის პარტიას “საქართველოსთვის” ერქმევა.

გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე “ექსპო ჯორჯიასთან” აქცია იმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი