ახალი ამბები

გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე “ექსპო ჯორჯიასთან” აქცია იმართება

29 მაისი, 2021 • 890
გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე “ექსპო ჯორჯიასთან” აქცია იმართება

თბილისში, ექსპო ჯორჯიასთან, სადაც დღეს, 29 მაისს, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, მოძრაობის “საქართველოსთვის” წარმომადგენლები არიან შეკრებილნი.

აქტივისტებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით “არ შეგარჩენთ 20 ივნისს”, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების ხაზგასასმელად. მაშინ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

“არ მოვიტყუებთ თავს, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი და გახარია თამაშობენ რუსულ თამაშს, ერთი გუნდი არიან და ასე ვთქვათ, რუსეთის გეგმა B არის ეს.

ამიტომ, არავის შერჩება 20 ივნისი და გავრილოვის ღამე და ვერც ამნისტიის კანონპროექტი უშველის გახარიას, რომ მის წინააღმდეგ დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა”, — უთხრა ჟურნალისტებს აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

28 მაისს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერის პარტიას “საქართველოსთვის” ერქმევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი