ახალი ამბები

ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულიდან 2 საქართველოს მოქალაქეა, მათი კონტაქტები იდენტიფიცირებულია – გამყრელიძე

27 მაისი, 2021 • 1188
ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულიდან 2 საქართველოს მოქალაქეა, მათი კონტაქტები იდენტიფიცირებულია – გამყრელიძე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებული 5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა, 3 კი- უცხოეთის. მისივე თქმით, სამივე უცხოელმა ქვეყანა უკვე დატოვა.

რაც შეეხება ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, გამყრელიძის თქმით, მათ ერთეული კონტაქტები ჰყავთ, რომლებიც იდენტიფიცირებული და იზოლირებული არიან. მისივე თქმით, ინფიცირებულები სახლის პირობებში იზოლირებული არიან და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

“მათ რომ კორონავირუსი ჰქონდათ, დადგინდა სწრაფად, როცა იქნენ ისინი გამოკვლეული. აღებული იქნა ნიმუშები საზღვარზეც და შემდგომაც. დადგინდა, რომ მათ ჰქონდათ კორონავირუსული ინფექცია საკმაოდ სწრაფად და მოხდა მათი იზოლირება, როგორც დადგენილი წესია. მაგრამ ის, რომ მათ ჰქონდათ ინფიცირება ინდური შტამით, ეს დადგინდა დღეს დილით”, — განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა.

მათი ინფორმაციით, ვირუსი საქართველოში ერთი და იგივე ქვეყნიდან შემოსულ 5 მოგზაურს დაუდასტურდა.

საქართველოში ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა – NCDC

მასალების გადაბეჭდვის წესი