ახალი ამბები

საქართველოში ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა – NCDC

27 მაისი, 2021 • 2666
საქართველოში ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა.

მათი ინფორმაციით, ვირუსი საქართველოში ერთი და იგივე ქვეყნიდან შემოსულ 5 მოგზაურს დაუდასტურდა.

“კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს.  ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით. ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთი და იგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია. ეპიდკვლევების მონაცემებით, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი