ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაბიბ ნურმაგომედოვი სოხუმს ეწვევა – აფხაზური მედია

27 მაისი, 2021 • 1229
ხაბიბ ნურმაგომედოვი სოხუმს ეწვევა – აფხაზური მედია

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმს პირველ ივნისს ეწვევა UFC-ის მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელიც ახალგაზრდა ათლეტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს.

ინფორმაციას აფხაზური აპსნიპრესი, პლატფორმა “აფხაზეთის მომავალზე” დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მასტერკლასი სოხუმის დინამოს სტადიონზე საღამოს 19:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრის ორგანიზატორირების განცხადებით, ნურმაგომედოვის ვიზიტის მიზანი აფხაზეთის ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერაა.

ხაბიბ ნურმაგომედოვი დაღესტნელი ავარელი მებრძოლია და ბრძოლებში რუსეთის სახელით გამოდის.

მებრძოლი საქართველოში 2018 წელს იმყოფებოდა.

იმ შემთხვევაში, თუ ის აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეწვევა, დაარღვევს საქართველოს ოკუპაციის კანონს, რის შემდეგაც საქართველოში შემოსვლას ვეღარ შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი