ახალი ამბები

პრეზიდენტმა 12 პირი შეიწყალა

26 მაისი, 2021 •
პრეზიდენტმა 12 პირი შეიწყალა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 პირი შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალებულთაგან 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულია, რომელთაგან სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე ორ პირობით მსჯავრდებულს.

მასალების გადაბეჭდვის წესი