ახალი ამბები

ყველა დროის საუკეთესო შს მინისტრი ხართ, ჩემპიონი – ზილფიმიანი გომელაურს

17 მარტი, 2022 • 1955
ყველა დროის საუკეთესო შს მინისტრი ხართ, ჩემპიონი – ზილფიმიანი გომელაურს

დეპუტატი დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ ვახტანგ გომელაური ყველა დროის საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრია.

დღეს გომელაურს „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ და დეპუტატებს მისთვის კითხვების დასმის საშუალება აქვთ. თავის რამდენიმეწუთიან გამოსვლაში კი ზილფიმიანმა კომპლიმენტით დაიწყო და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ზოგადად, კრიტიკულია მინისტრების მიმართ, გომელაურის შემთხვევაში სხვანაირად ფიქრობს.

„სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრ მინისტრს მოვესწარი შინაგან საქმეთა სამინისტროში – გეტყვით, რომ მე მიმაჩნიხართ თქვენ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრად. ამას ყოველგვარი ქათინაურის გარეშე გეუბნებით“, – ამბობს ზილფიმიანი.

ის ამატებს, რომ ამას ამბობს არა მხოლოდ გომელაურის მიერ გაკეთებული საქმეების გამო, არამედ იმ შეცდომების არარსებობის გამო, რომლებიც სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, მას არ ჰქონია – „ამიტომ ერთგვარი ჩემპიონი ხართ ამ მიმართულებით“.

რაც შეეხება კითხვებს, ზილფიმიანმა გომელაურს ჰკითხა, ხომ არ იგეგმება საოკუპაციო ხაზებთან სათვალთვალო ტექნიკისა და კონტინგენტის გაზრდა. ასევე, სასწავლებლებში იარაღის ხმარების დანერგვა.

ამ და სხვა კითხვებს გომელაურმა სხდომის დასასრულისკენ უნდა უპასუხოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი