ახალი ამბები

ავღანეთიდან ქართული ჯარების გამოყვანა დაიწყო

21 მაისი, 2021 • 1020
ავღანეთიდან ქართული ჯარების გამოყვანა დაიწყო

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ქართული შეიარაღებული ძალების გამოყვანის პროცესი დაიწყო.

“დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართული კონტინგენტი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებდა და მის მთავარ დავალებას სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ამერიკული ძალები ავღანეთს 2021 წლის 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

ვაშინგტონის გადაწყვეტილების პარალელურად, მსგავსი ნაბიჯის გადადგამს ავღანეთში მყოფი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავრობებიც, მათ შორის- საქართველოც.

ნეტგაზეთმა მაისის თვეში მოამზადა მასალა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისა და შექმნილი ვითარების შესახებ, სადაც ასევე მიმოვიხილეთ ისიც, თუ რა შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც ქვეყანას სრულიად დატოვებენ ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები.

რა ბედი ელის ავღანეთს ნატოს ჯარების გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი