ახალი ამბები

მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის — სააპელაციოს მოსამართლე

20 მაისი, 2021 • 1418
მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის — სააპელაციოს მოსამართლე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

“ვფიქრობ, როცა ჩვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული დღეს, რა სამართლებრივი განვითარება ექნება ქვეყანას ხვალ, კონფერენციის ჩატარება, თუნდაც კანონის მოთხოვნის ფარგლებში, ახლა, ამ ვითარებაში, ძალიან არ არის მიზანშეწონილი. გარემოებათა მიზანშეწონილობის გათვალისწინება კი ყველა კანონის ნაგულისხმევი პირობაა”, — წერს მესხიშვილი სოციალურ ქსელში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენცია 26 მაისს დაინიშნა. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კონფერენცია მაქსიმალურად ადრე დაინიშნა და ამის მიზანია, სასამართლო სისტემაში არსებულმა გავლენიანმა ჯგუფმა კიდევ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. პროცესის შეჩერებას მხარს უჭერენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

ამ თემაზე ვრცლად:

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი