ახალი ამბები

გარდაიცვალა ქალი, რომელიც ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან გადმოვარდა

18 მაისი, 2021 • 818
გარდაიცვალა ქალი, რომელიც ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან გადმოვარდა

გარდაიცვალა ქალი, რომელიც დღეს დილით იოსებიძის ქუჩაზე კორპუსიდან გადმოვარდა. კორპუსს ხანძარი ეკიდა.

ინფორმაცია ნეტგაზეთს ხეჩინაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ქალი შემოყვანისთანავე მალე გარდაიცვალა – „ჰქონდა სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები“.

ხანძარი იოსებიძის ქუჩაზე მეხანძრეებმა დღეს დილით ჩააქრეს. ამავე კორპუსიდან მეხანძრეებმა რამდენიმე მცხოვრებელი გამოიყვაეს, მათ შორის, რამდენიმე ბავშვი.

ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

კორპუსიდან, რომელსაც ცეცხლი ეკიდა, ქალი გადმოვარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი